ბაზრის კვლევა   ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ აცხადებს ბაზრის კვლევას
16.02.2017
   
 
ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, მდებარე ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი № 6,  აცხადებს ბაზრის კვლევას სასახლის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის გადაღებასა (ფილმი ქრონომეტრაჟით არანაკლებ 40 წუთისა უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით) და ამის საფუძველზე ელექტრონული  კატალოგის დამზადებაზე (დამუშავებული, დაკაბადონებული სტამბური ბეჭდვისთვის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ორენოვანი- ქართულ-ინგლისური).
,,მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს ფილმის საბოლოდ დამუშავებული სახით მიწოდება (სცენარი, საეთერო ვერსია-მონტაჟი, ფერების კორექცია, ხმის დაბალანსება,  მუსიკალური გაფორმება, მუსიკა და ტექნიკური საკითხები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
ფილმი გადაღებული უნდა იყოს FULL HD ფორმატში და გადაცემა მოხდეს შემსყიდველისთვის  მყარი დისკით და DVD დისკით (10 ცალი).
,,მიმწოდებელმა“უზრუნველყოს დოკუმენტური ფილმის განთავსება საქართველოს სატელევიზიო არხებზე სასახლის პოპულარიზაციის მიზნით (მინიმუმ 3 განთავსება).
დოკუმენტურ ფილმზე და ელექტრონულ კატალოგზე შემსყიდველს უნდა ქონდეს გამოყენების განსაკუთრებული (ექსკლუზივი) უფლება.

დაინტერესებულ  ორგანიზაციებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის  20 თებერვლის 18:00 საათამდე გამოაგზავნონ წინადადებები (ინვოისი) შემდეგ მისამართზე: administration@youthpalace.ge  საკონტაქტო ტელეფონი: 2-93-15-60,  599-899-771 (შესყიდვების მენეჯერი გულიკო ჩხიკვაძე).                                                    
დამატებითი  ინფორმაცია:  მომსახურების საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და მომსახურების ყველა ხარჯის გათვალისწინებით. წინასწარ  გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში  მონაწილეობის მიღებისთვის.