ბაზრის კვლევა   „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უ
19.02.2018
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (GEO-H-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს - 2019-2022 წლებისთვის საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მომსახურების შესყიდვა, რომლის მიზნია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, 2019-2022 წლების ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გლობალური ფონდის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ (გთხოვთ, მიუთითოთ მომსახურების ღირებულება მოიცავს თუ არა დღგ-ს), შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის სახელზე. მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge. 2018 წლის 23 თებერვლამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187)

მიბმული ფაილები