ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი
05.03.2018
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“ (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს შემდეგი სახის მომსახურების შესყიდვა - ტუბერკულოზის დროული გამოვლენა და მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში (პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში), რომლის მიზნია პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების მონაწილეობა ტუბერკულოზზე ეჭვნიტანილი პირების დროულ გამოვლენასა და შემთხვევის სწორ მართვაში, რაც ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების შეჩერებას, ვინაიდან პაციენტი უმეტესს შემთხვევაში ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი ჩივილებით სწორედ პირველადი ჯანდაცვის ქსელს მიმართავენ.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ (გთხოვთ, მიუთითოთ მომსახურების ღირებულება მოიცავს თუ არა დღგ-ს), შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ირმა ხონელიძის სახელზე. მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge. 2018 წლის 10 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187)

მიბმული ფაილები