ბაზრის კვლევა   სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს ბაზრის კვლევას
16.08.2017
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს - აქვს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება აივ/ინფექცია შიდსსა და C ჰეპატიტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოსახლეობაში აივ და C ჰეპატიტის ტესტირების ჩატარების მნიშვნელობაზე გათვითცნობიერების დონის ამაღლება და აღნიშნულ დაავადებებთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დონის შემცირება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მომსახურების შესყიდვა.
 
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის  ირმა ხონელიძის სახელზე.  მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge. 2017 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187).

მიბმული ფაილები