ბაზრის კვლევა   სახელმწიფო შესყიდვების და მეწარმეობის განვითარების სააგენტოების მხარდამჭერი ღონისძიებები კერძო სექტო
08.07.2015
   
 



header.jpg




სახელმწიფო შესყიდვების და მეწარმეობის განვითარების სააგენტოების მხარდამჭერი ღონისძიებები კერძო სექტორის განვითარებისთვის

2015 .  10 ივლისი, 15:00 სთ.
ბათუმი, სასტუმრო შერატონ ბათუმი“
(მისამართი: რუსთაველის ქ. #28 )
 
10 ივლისს ქ. ბათუმში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა, აჭარის რეგიონში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანია, აჭარის რეგიონში მოღვაწე ბიზნეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პოპულარიზაცია. ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი ინიციატივები, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დიმიტრი გულისაშვილი, სააგენტოს ექსპერტ-ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანი კვარაცხელია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტი სანდრო შახოვი.
შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს ახალ ინიციატივებზე. გაკეთდება პრეზენტაციები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების,  ელექტრონული შესყიდვების სისტემისა და პროცედურების შესახებ.
ასევე, განხილული იქნება  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მსმენელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროგრამის განხორციელების ანგარიშს და მოცემული ეტაპისთვის მიღებულ შედეგებს.