ბაზრის კვლევა   შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ აცხადებს ბაზრის კვლევას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე
17.08.2017
  
 
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ აცხადებს ბაზრის კვლევას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც გულისხმობს კონსულტაციას შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ (შემდგომში: „საზოგადოება“) რეორგანიზაციისა და „საზოგადოებაში“ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „პარტნიორები“) კუთვნილი აქციების პირველადი საჯარო შემოთავაზების პროცესთან დაკავშირებით.
 
გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 25 აგვისტოს წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებები თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით.
შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:
  1. კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა
  2. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურებების დეტალურ აღწერილობას
  3. მომსახურების გაწევის ვადას და ღირებულებას (ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, გარდა დღგ-ს).
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
wind@gedf.com.ge
 
საკონტაქტო პირი: თორნიკე ყაზარაშვილი, +995 322 18 11 31
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები