ბაზრის კვლევა   სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
16.08.2017
  
 
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა. სააგენტოს მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;
  გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, საზოგადოებრივი კოლეჯებისთვის მერხების, სკამების და საწოლების შესყიდვასთან დაკავშირებით.
  • დანართი 1  - შესავსები განფასება;
  • დანართი 2 - საზოგადოებრივი კოლეჯების მისამართები.
 
მერხები და სკამები გათვლილია სსიპ საზოგადოებრივი  კოლეჯი ”აისი” ლაგოდეხის განყოფილებისათვის, ხოლო საწოლები სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”იბერია”-სთვის.
 
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 აგვისტოს 18:00 სთ-საშემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
  • შესყიდვის ობიექტი  მითითებული რაოდენობის შესაბამისად მიწოდებულ უნდა იქნას კოლეჯებში;
  • აღნიშნულ პროდუქციაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები არანაკლებ 1 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 თათა კვანტალიანი
მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვიტარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge

მიბმული ფაილები