ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას
06.06.2018
  
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) გასათავსებელი საიდენტიფიკაციო ჭდის (ნაბეჭდი ეგზემპლარის მაიდინტიფიცირებელი და განმანთავსებელი ნიშანი უნიკალური ნუმერაციით) შესყიდვასთან დაკავშირებით.
 
დანართი 1-ის სახით წარმოგიდგენთ შესავსებ ცხრილს, სადაც მოცემულია საიდენტიფიკაციო ჭდის მახასიათებლები და ზუსტი რაოდეობა.  ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ პროდუქციის მოწოდების ფასები და პირობები.
მოწოდების ადგილი:ქალაქი თბილისი, საქართველო.
 
გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციას და გამოგვიგზავნოთ  თქვენი შემოთავაზება, არაუგვიანეს 2018 წლის 8 ივნისის 12:00 სთ-სა.  შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება, ასევე კვლევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში გვაცნობეთ წერილობითი სახით.

თათა კვანტალიანი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი  (+995) 598319595
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
a: თბილისი 0171, მერაბ ალექსიძის ქუჩა №1, შენობა ნაგებობა №1, სართული №2 (ყოფილი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა)
s: www.esida.ge e: tkvantaliani@esida.ge


მიბმული ფაილები