ბაზრის კვლევა   სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას
12.06.2018
  
 
სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას სამსახურებრივი საჭიროებისათვის მე-3 კლასის მსუბუქი  ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ავტომობილის მახასიათებლები იხილეთ დანართის 1-ის სახით.
კომპანიის შემოთავაზება(ფასების ცხრილი): დანართი 2.
 
ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, განბაჟებული, ავტომობილის ძრავი ბენზინზე, საჭის მდებარეობა მარცხნივ (ქარხნულად), აღჭურვილი ცენტრალური საკეტით, სალონის კარების რაოდენობა 4 (ოთხი), ნებისმიერი, გარდა შავისა.
შენიშვნა: წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლები მინიმალური აუცილებელი მოთხოვნაა და პრეტენდენტების მიერ მათი გაუმჯობესება არ იზღუდება.
 
კარების რაოდენობა: 4/5
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1.
მოწოდებულ ავტომობილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)
3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)
ტექნიკური მოთხოვნები:
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ავტომობილის მარკა, მოდელი და მწარმოებელი ქვეყანა.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მსგავსი საქონლის მოწოდების შესახებ. დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა შეავსოს დანართი 3-ში მითითებული ინფორმაცია.
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
100000 კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები სულ მცირე ხუთჯერ, მიუხედავათ იმისა მიმწოდებელი თანმდევი საგარანტიო მომსახურების ფასების ცხრილში განაფასებს თუ არა წინა და უკანა ხუნდების ხუთჯერად მიწოდებას.
ბ) სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს განბაჟებული; მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომობილის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელზე გაფორმება-რეგისტრაცია
გ) უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი - NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი). დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო ვადაში.
შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება, დანართების სახით (PDF ვერსია, ხელმოწერით და ბეჭდით(ასეთის არსებობის შემთხევვაში)), არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 ივნისის 18:00სთ-ისა.
დაინტერესებული კომპანია ვალდებულია მიუთითოს ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება საქონლის მიწოდება.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: sbakuradze@esida.ge
Tel: 558 211 811
სოფო ბაკურაძე
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.

მიბმული ფაილები