ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი
24.04.2017
  
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის  (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“ პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს მომსახურების (CPV80561000 - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) შესყიდვა - ტუბერკულოზის მომსახურების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის გადამზადება ტუბერკულოზით დიაგნოსტირებულ პაციენტებში აივ ინფექციაზე ტესტირებასა და კონსულტირებაში.
დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის  ირმა ხონელიძის სახელზე.  მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge. 2017 წლის 03 მაისამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187)

მიბმული ფაილები