ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი ატარებს ბაზრის კვლევას
17.11.2016
  
 
სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი ატარებს ბაზრის კვლევას საინჟინრო-საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. კვლევის ობიექტია ახალი საკონცერტო დარბაზის არქიტექტურულ-კონსტრუქციული პროექტის შედგენა.
სსიპ საქართვლოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ქ. N182-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საკონცერტო დარბაზის შენობის საპროექტო–საძიებო, სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო არქიტექტურული, საინჟინრო და დაგეგმარების (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა „არქიდიზაინსერვისი“-ს ინდ. საწარმო „ავთანდილ გურული“-ს რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევებისა და დასკვნის N00358716  შედეგით დასაშვებია  ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი N 182-ში მდებარე შენობის მე-3 და მე-4 ბლოკების დემონტაჟი - დასკვნაში მოცემული რენტაბელურობის კონკრეტიკის გათვალისწინებით, სადაც შემდგომში უნდა აშენდეს ან მოხდეს გამაგრება ახალი საკონცერტო დარბაზის.
საკონცერტო დარბაზი თავისი შენობის ბლოკებით წარმოადგენს ერთიან კომპლექსს, რომელიც ტექნიკურად და სივრცობრივად ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული.
დაგეგმარება–დაპროექტებისას კონკურსანტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სიმფონიური მუსიკის  დარბაზის და სარეპეტიციოების ისეთი მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს სიმფონიური მუსიკისათვის აღიარებული ნორმების შესაბამის აკუსტიკურ შესაძლებლობებს.
„სიმფონიური მუსიკის“ მსმენელამდე მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილ საკონცერტო დარბაზში, სადაც მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა აღიქვას სიმფონიური მუსიკა ზუსტად იმ სტანდარტით და სიზუსტით, რაც განსაზღვრავს სიმფონიური მუსიკის სრულყოფილებას.
არსებული პროექტის მიხედვით - ბლოკი N 2 გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული შენობისათვის, თუმცა 2012 წელს განხორციელდა აღნიშნული შენობის დემონტაჟი. შესაბამისად ამავე ადგილას საჭირო იქნება თანამედროვე სტანდარტის შენობა-ნაგებობის მშენებლობა.
საპროექტო შენობის სასარგებლო ფართი საორიენტაციოდ შეადგენს 9000 მ2, რომელზეც უნდა გადანაწილდეს    დარბაზი  და სცენა ყველა საჭირო ტექნიკური მახასიათებლის გათვალისწინებით.
მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართი, რომელზედაც უნდა განხორციელდეს მშენებლობა მთლიანობაში შეადგენს 9116 მ2. დარჩენილ ფართზე უნდა დამუშავდეს ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი.
  • ტერიტორიის ფართი - 9116 მ²
  • განაშენიანების ფართი - 4998 მ²
  • არასაცხოვრებელი ფართი - 9000 მ²
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრამდე წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ  შემოთავაზებული ღირებულება მიბმული ფაილის სახით წარმოდგენილ ცხრილებში მოყვანილი ტენიკური მახასიათებლებისა და რაოდენობების მიხედვით.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე: datogogishvili777@gmail.com  ან წარმოადგინოთ სსიპ საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზ. N127. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით გოგიშვილი -ტ:577255507

მიბმული ფაილები