ბაზრის კვლევა   სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
10.07.2017
  
 
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რათა განახორციელონ  1229.05 მ3 ხე-ტყის დამზადების სამუშაოები  ხაშურის სატყეო უბანში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ხაშურის სატყეო უბანში ხე-ტყის დამზადების შესყიდვის მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას, წარმოდგენილი ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
 
გთხოვთ ტექნიკური დავალებისა და შესავსები ფასების ცხრილის გათვალისწინებით, არა უგვიანეს 2017  წლის 14 ივლისისა  წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ღირებულება.
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: procurement@forestry.gov.ge და d.kopaliani78@gmail.com
იხ.დანართი
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები