ბაზრის კვლევა   სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
08.06.2017
  
 
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რათა განახორციელონ  უნიფორმების მოწოდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო, უნიფორმების შესყიდვის მიზნით ატარებს ბაზრის კვლევას, წარმოდგენილი ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
 
გთხოვთ ტექნიკური დავალების გათვალისწინებით, არა უგვიანეს 2017  წლის 12 ივნისისა წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთათვის ზომების აღება უნდა განახორციელოს ცხრა (ყვარელი, ბოლნისი, მცხეთა, ხაშური, ახალციხე, ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ქუთაისი) მუნიციპალიტეტში.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: procurement@forestry.gov.ge და d.kopaliani78@gmail.com
იხ.დანართი
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები