ბაზრის კვლევა   შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას
13.06.2018
  
 
შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას ჰიბრიდული საფოსტო მომსახურების შემდგომში ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის მიზნით. გთხოვთ, განიხილოთ ჰიბრიდული საფოსტო მომსახურების ბაზრის კვლევის დოკუმენტაცია და წარმოგვიდგინოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული კომერციული წინადადება.
დამატებითი ინფორმაცია:
1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ღირებულება გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესასყიდი მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 18 ივნისის 15:00 საათისა, გამოაგზავნოთ თქვენი წინადადებები (ჰიბრიდული საფოსტო მომსახურების ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის შესაბამისად შევსებული ხარჯთაღრიცხვა) შემდეგ მისამართზე: ქ, თბილისი, ვაგზლის მოედანი N2 ან ელექტრონულ მისამართებზე: igodeladze@metro.ge, gdolidze@metro.ge info@metro.ge საკონტაქტო ტელეფონები: 2 35- 77-77 (1610), (1616).
წინასწარ მადლობას გიხდით ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები