ბაზრის კვლევა   შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“-ს სპეციალური შეტყობინება „ბიზნეს სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირ
06.10.2017
  
 
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“, 2017 წლის 11 ოქტომბერს 12 საათზე, ქ.თბილისი, კოსტავას ქუჩა N70-ში,   დაინტერესებულ პირებს იწვევს ღია კარის დღეზე, სადაც წარმოდგენილი იქნება „ბიზნეს სახლის“ მშენებლობის კონცეფციის პრეზენტაცია.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის N624 და 2017 წლის 7 ივლისის N1420 განკარგულებებით, გადაწყდა სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის „ბიზნეს სახლის“ მშენებლობა.
„ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს ერთიან „ფრონტ” ოფისს, რომელშიც განთავსდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ბიზნეს სერვისები. შენობაში ასევე განთავსდება კერძო სექტორის მხრიდან ბიზნესებისთვის შეთავაზებული სერვისები და კომერციული სავაჭრო სივრცეები. „ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს ბიზნესის მომსახურების ერთიანი ფიზიკური და ელექტრონული სივრცის შექმნა-განვითარებას, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში, 600 –ზე მეტი სახელმწიფო სერვისი მიიღონ რომლის მიწოდებას, ამ ეტაპზე, 60-მდე უწყება უზრუნველყოფს.
შესყიდვა განხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონულისისტემის მეშვეობით. შესაბამისად, შეხვედრის მიზანია სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ყველა პოტენციური მიმწოდებლის შენიშვნები შესასყიდი სამუშაოს სპეციფიკაციებთან, მიწოდების ვადებთან და ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებით.
 პროექტის მიხედვით „ბიზნეს სახლის“ ენერგო-ეფექტური შენობა თანამედროვე და ინოვაციურია, იგი განთავსდება 13,421 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე. სამშენებლო პროცესის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობის ლანდშაფტის კეთილმოწყობა, მწვანე სახურავის მოწყობა, ფასადის მოწყობა, შენობის ექსტერიერი (კონვერტი), შენობის ინტერიერი, ლიფტები (ამწე მექანიზმები), გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია-კონდენცირება, წყალგაყვანილობა, ხანძარდეტექცია და ხანძარქრობა, განათება, ელექტრო მომარაგება, სუსტი დენები, შენობის აკუსტიკა და სხვა.
 
სამუშაოები უნდა ჩატარდეს LEED-ის  სამშენებლო კრედიტების, ასევე გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების, სამუშაო წესების დაცვით, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ეროზიისა და სედიმენტაციის მართვა, შიდა სამუშაო გარემოს ხარისხის უზრუნველყოფა მშენებლობის პერიოდში, ნარჩენების მართვა და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“
შესყიდვების მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
მობ: 595 100 594

ელ-ფოსტა: servicebiuro@gmail.com
მის: ქ.თბილისი, კოსტავას ქუჩა N70  


ნინო ღოღობერიძე
პროექტის ხელმძღვანელი 
‎მობ:577 314 192
ელ-ფოსტა: nino.gogoberidze@ge.bureauveritas.ge