ბაზრის კვლევა   სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
11.05.2017
  
 
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გეგმავს საქართველოს ახალი საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის სისტემის შესყიდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ატარებს ბაზრის კვლევას სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
შესყიდვის ობიექტის დასახელება, რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ მიბმულ ფაილებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოგვიდგინოთ განმარტებითი ბარათით განსაზღვრული ინფორმაცია.
გთხოვთ, შესაბამისი წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@mta.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (ბათუმი, ნინოშვილის ქ.23)
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისათვის.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
ფინანასებისა და შესყიდვების სამმართველოს
წამყვანი სპეციალისტი თამარ თავართქილაძე
მობ: +995591228822

მიბმული ფაილები