ბაზრის კვლევა   შპს ,,სინათლის ქალაქი“ ატარებს ბაზრის კვლევას
03.07.2015
  
 
მეორადი სეციალური ტექნიკის ახლით ჩანაცვლების მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის პოტენციური მიმწოდებლებიდან განაცხადთა წარმოდგენის თაობაზე
ზოგადი ინფორმაცია
     შპს ,,სინათლის ქალაქი“ (ქ.თბილისში გარე განათებას მართავს ქ.თბილისის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,სინათლის ქალაქი“) აცხადებს ბაზრის კვლევას მეორადი  სპეციალური ტექნიკის ახლით ჩანაცვლების მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის პოტენციური მიმწოდებლებიდან საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
    ჩასანაცვლებელი მეორადი სპეციალური ტექნიკის სია, (რომელთა საბაზრო ფასი დაადგინა სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ) მოცემულია დანართ 1-ში, ხოლო ახალი სპეციალური ტექნიკის მინიმალური სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართ 2-ში.
     ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას (შემდგომში-პირი), რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
     ბაზრის კვლევის შედეგებს განიხილავს შპს ,,სინათლის ქალაქში“ შექმნილი სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე გარემოს შექმნისათვის პოტენციური მიმწოდებლებიდან ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარმოდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია (შემდგომში-კომისია).
შპს ,,სინათლის ქალაქის“, როგორც პოტენციური შემსყიდველის, ანგარიშსწორების და მოწოდების პირობები
     შპს ,,სინათლის ქალაქს“ განზრახული აქვს სპეციალური ტექნიკის შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოახდინოს შემდეგი გრაფიკით: 2016 წელს - 25%, 2017 წელს - 25%, 2018 წელს - 25 % და 2019 წელს - 25%.
     სპეციალური ტექნიკის შესყიდვა 2015 წელს განხორციელების შემთხვევაში, შესასყიდი ტექნიკის მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვით.
მოთხოვნები დაინტერესებული პირების მიმართ
(წარმოსადგენი მონაცემები)
      დაინტერესებული პირ(ებ)ი ვალდებულნი არიან ბაზრის კვლევაში ინტერესის გამოხატვის წერილთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები (დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირ(ებ)ს):
  1. საფირმო სახელწოდება და მისამართი;
  2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან/იურიდიული პირის რეგისტრაციის მოწმობა (და სხვა, დაფუძნების ან/და კომპანიის სახელის ცვლილების შესახებ არსებული დოკუმენტები);
  3. იურიდიული პირის წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
  4. კომპანიის რეზიუმე (სერვის ცენტრების მისამართები);
  5. უცხოური ფირმის შემთხვევაში, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და პირის მიერ დამოწმებული, ხოლო ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია - ნოტარიულად დამოწმებული (ქართულს ენიჭება უპირატესობა).
  6. ინფორმაცია შესასყიდი სპეციალური ტექნიკის ტექნიკური აღწერილობისა და ფასების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ტექნიკის დანართი 2-ის მიხედვით (მწარმოებლის ფირმისა და მარკის მითითებით).
  7. ინფორმაცია თანმდევი საგარანტიო მომსახურების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ტექნიკის დანართი 2-ის მიხედვით.
ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ განაცხადის წარდგენა
     ბაზრის კვლევის შესახებ განაცხადი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარდგენილი უნდა იქნას ერთი ნაბეჭდი, ხელმოწერილი ორიგინალის და ერთი ელექტრონული ასლის სახით, დალუქული კონვერტით შპს,,სინათლის ქალაქში“, არაუგვიანეს 2015 წლის 31 ივლისის 18:00 საათისა თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის I შესახვ.7. დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია შესაძლებელია იგივე ვადაში გადმოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@cl.ge  ნაბეჭდ ორიგინალსა და ელექტრონულ ასლს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაბეჭდ ორიგინალს.
კომისიისა და დაინტერესებული პირების უფლებები
     კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს დაინტერესებული პირ(ები)ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობა ან/და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
     ბაზრის კვლევაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს შესასყიდი სპეციალური ტექნიკის როგორც სრულ ჩამონათვალზე, ასევე ცალკეულ ტექნიკაზე.
     ბაზრის კვლევაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სავალდებულოდ მოთხოვნილი დანართების გარდა, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადებები, რომლებსაც აგრეთვე განიხილავს კომისია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებისა და ანგარიშსწორების პირობების ცვლილება.
 
საკონტაქტო პირი შპს ,,სინათლის ქალაქიდან“:
ხათუნა მურღულია
ტელეფონი: 599229776
ელ.ფოსტა: info@cl.ge

მიბმული ფაილები