ბაზრის კვლევა   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს ბაზრის კვლევას
10.10.2017
  
 
დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 140 პროვაიდერი კლინიკა (გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებისა), მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში და არანაკლებ 48 მუნიციპალიტეტში, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იყოს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში/ადმინისტრაციულ ცენტრში. ამასთან, ოჯახის ექიმთა საკმარისი რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ოჯახის ექიმისა საქართველოს მასშტაბით. მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 48 მუნიციპალიტეტში, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იყოს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში/ადმინისტრაციულ ცენტრში.
2017 წლის განმავლობაში დასაზღვევი თანამშრომლების სავარაუდო რაოდენობა 28 850 რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, თუმცა ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) არ იქნება 3%-ზე მეტი
წინადადებების წარმოდგენის საბოლო ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 12 ოქტომბერი. გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: T.khaniashvili@mia.gov.ge
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
თენგიზ ხანიაშვილი
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე
ეკონომიკური დეპარტამენტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქ. თბილისი გულუას ქუჩა N8
საფოსტო კოდი 0114
ტელ: +995 591 55 10 40
 
მიბმული ფაილები