ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას (სარეცხი მანქანების შესყიდვა)
04.05.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული  საქონლის (საოჯახო ტექნიკა) და თანმდევი მომსახურების (საქონლის მიწოდება ქვეპროგრამის ბენეფიციართათვის) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და აღწერილობა მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
 
შესასყიდი საოჯახო ტექნიკის  ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქალაქების, მუნიციპალიტეტების, დასახლებული პუნქტების (თემი, სოფელი) ჩათვლით), შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირებისა და ბენეფიციართათვის გადაცემის ხარჯებს.
 
მოსაწოდებელ საქონელზე უნდა გავრცელდეს გარანტია - არანაკლებ 1 (ერთი) წელი, ბენეფიციარზე გადაცემის დღიდან.
 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 11 მაისისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ერთეულის ფას(ებ)ის შესახებ.
 
ამასთანავე გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესასყიდი საოჯახო ტექნიკის   აღწერილობასთან დაკავშირებით. შენიშვნები და წინადადებები არ უნდა ცვლიდეს საქონლის ძირითად პარამეტრებს და შესაძლებელია ემსახურებოდეს მხოლოდ ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტებას და მაღალკონკურენტული გარემოს შექმნას.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bdatukishvili@ssa.gov.ge; kkharadze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
 დანართი N1
 
N პროდუქცია რაოდენობა მახასიათებელი ერთეულის ფასი მთლიანი ღირებულება
1 სარეცხი მანქანა 200 მაქსიმალურ ჩატვირთვა: არანაკლებ 5 კგ
ბრუნი: არანაკლებ 800 ბრ/წთ
ენერგო მოხმარების კლასი: არანაკლებ A
დოლურის მოცულობა - არანაკლებ 40 ლიტრი
ტექნოლოგიური პროცესის მართვის ტიპი - ავტომატური