ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას მაგიდაზე დასადგმელი გაზქურის შესყიდვაზე
12.07.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული  საქონლის (მაგიდაზე დასადგმელი გაზქურა) და თანმდევი მომსახურების (საქონლის მიწოდება ქვეპროგრამის ბენეფიციართათვის) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და აღწერილობა მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
 
შესასყიდი მაგიდაზე დასადგმელი გაზქურის  ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქალაქების, მუნიციპალიტეტების, დასახლებული პუნქტების (თემი, სოფელი) ჩათვლით), შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირებისა და ბენეფიციართათვის გადაცემის ხარჯებს.
 
მოსაწოდებელ საქონელზე უნდა გავრცელდეს გარანტია - არანაკლებ 1 (ერთი) წელი, ბენეფიციარზე გადაცემის დღიდან.
 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 21 ივლისისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ერთეულის ფას(ებ)ის შესახებ.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bdatukishvili@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.
დანართი N1
 
N პროდუქცია რაოდენობა მახასიათებელი ერთეულის ფასი მთლიანი ღირებულება
1 მაგიდაზე დასადგმელი გაზქურა 160 დასადგმელი, მაგიდის გაზქურა
არანაკლებ 3 სანთურა ბუნებრივ გაზზე