ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
04.10.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, ჯანმრთელობის დაცვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა საქონლის (ფარმაცევტული პროდუქტი და სამკურნალო საკვები დანამატი) სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობა და მოწოდების ვადები მოცემულია დანართში N1.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 6 ოქტომბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • მოწოდების პირობები და ვადები დანართი N1-ის შესაბამისად.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები