ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
30.03.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „დიაბეტის მართვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის „უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში „ანტიდიურეზული ჰორმონის“ (ცხვირის წვეთები და/ან სფრეი და/ან აბები და/ან პერორალური ლიოფილიზატი) შესყიდვის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტია: 4 247 472 მიკროგრამი ანტიდიურეზული ჰორმონი (ცხვირის წვეთები და/ან სფრეი და/ან აბები და/ან პერორალური ლიოფილიზატი), მათ შორის - 400 000 მიკროგრამი არა უგვიანეს 2017 წლის 10 აპრილისა.
  
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 3 აპრილის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად.
 
სათანადო ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები