ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
06.04.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის, „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის, „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, ანტიჰემოფილური VIII ფაქტორ-კონცენტრატის  შესყიდვის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტია - ანტიჰემოფილური VIII ფაქტორ-კონცენტრატი (250ს.ე. და/ან 500 ს.ე. და/ან 1000 ს.ე. დაფასოების) - 39 850 000 ს. ე. მათ შორის:
ა) 1 200 000 ს. ე. - მოწოდებული უნდა იქნეს არა უგვიანეს 2017 წლის 18 აპრილისა;
ბ) 38 650 000 ს. ე. - მოწოდებული უნდა იქნეს ეტაპობრივად, შესყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ კონკრეტულ ვადაში, ამასთან, არა უგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრისა.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 7 აპრილის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში. ამასთანავე, გთხოვთ, ფასები წარმოგვიდგინოთ როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან შესყიდვაზე გაანგარიშებით. კერძოდ:
    • 1 წელი (2017 წ.) - 6 350 000 საერთაშორისო ერთეული (მათ შორის, 1 200 000 ს. ე., რომელიც მოწოდებული უნდა იქნეს არა უგვიანეს 2017 წლის 18 აპრილისა).
    • 3 წელი (2017-2019 წ.წ.) – 22 400 000 საერთაშორისო ერთეული.
    • 5 წელი (2017-2021 წ.წ.) – 39 850 000 საერთაშორისო ერთეული.
 
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • მოწოდების პირობები და ვადები.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.