ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
14.02.2018
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას ,,ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის" 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ,,ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის" კომპონენტის ფარგლებში 10 000 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი/სულფატის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლის 14.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები