ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
06.04.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას, „ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის“ სახელმწიფო პროგრამის, „ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალების მორფინის ჰიდროქლორიდი/სულფატი 1მლ. 1% ამპულა (510 000 ამპულა) შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 10 აპრილის 18.00 საათამდე, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ფასი როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • მოწოდების პირობები და ვადა.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tgogoli@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.