ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
26.04.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის მიზნით.
 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 27 აპრილის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად.
 
სათანადო ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
მოსაწოდებელი მედიკამენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 
ა) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე, დაშვებული შეფუთვა-მარკირებით.
 
ბ) რეგისტრირებული უნდა იყოს „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის N188 დადგენილებით  (შემდგომ ტექსტში - „N188 დადგენილება“) განსაზღვრული, შესაბამისი ქვეყნის  მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე, რაც უნდა დადასტურდეს:
ბ.ა) „N188 დადგენილების“ დანართით განსაზღვრული, შესაბამისი ქვეყნის  მარეგულირებელი ორგანოს მიერ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტით;
ბ.ბ) ან წარმოდგენილი უნდა იყოს ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატი (CPP) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ფორმით, გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში „N188 დადგენილების“ დანართით განსაზღვრული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, „N188 დადგენილებაში“ მითითებული რომელიმე ქვეყნის, ან საქართველოს ბაზრისთვის;
 
გ) იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი არ აკმაყოფილებს „ბ“ პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, წარმოდგენილ უნდა იქნას WHO-ს პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ, თითოეულ ჯერზე მოსაწოდებელი ფარმაცევტული პროდუქტის კონკრეტულ სერიაზე გაცემული ხარისხის სერთიფიკატი/ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა ადასტურებდეს, რომ შემოთავაზებული ფარმაცევტული პროდუქტი აკმაყოფილებს მწარმოებლის სპეციფიკაციით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას.
 
 
საქონლის მოწოდების პირობები:
1. დანართი N1-ში მოცემული შესასყიდი მედიკამენტების 50% მოწოდებული უნდა იქნეს არა უგვიანეს 2017 წლის 20 ივნისისა, საქონლის დარჩენილი რაოდენობა - ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნით განსაზღვრულ კონკრეტულ ვადაში.
2. საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს პირობით: Incoterms-2010-ის DDP პირობით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართი ან CIP-თბილისი, საბაჟო გამშვები პუნქტი თბილისის აეროპორტი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) - საჰაერო ტრანსპორით მოწოდების შემთხვევაში, ან გაფორმების ეკონომიკური ზონა - საავტომობილო ტრანსპორტით მოწოდების შემთხვევაში.
3. პირველ ეტაპზე მოსაწოდებელი მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 18 თვე, საქონლის მოწოდების მომენტიდან.

მიბმული ფაილები