ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
12.10.2018
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (შვიდსართულიანი კორპუსი, ს/კ 71.56.18.193) ექვსი საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.  
 
შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალი მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1. სამუშაოს შესრულების ვადა - 45 კალენდარული დღე.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2018 წლის 15 ოქტომბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შევსებული დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა).
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: m.mikaia@mra.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599035434 - მაიკო მიქაია.
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები