ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას 31 950 მზა შპრიცი (63 900 000 საერთაშორი
23.12.2016
  
 
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვისა და მიწოდების“ კომპონენტის ფარგლებში, 31 950 მზა შპრიცი (63 900 000 საერთაშორისო ერთეული) ერითროპოეტინი (2000 ს.ე.) შესყიდვის მიზნით. საქონლის სრული მოცულობის მოწოდების ვადაა 2017 წლის 16 იანვარი.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2016 წლის 26 დეკემბრის 15.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bdatukishvili@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.