ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
28.12.2016
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას, „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორგანოგადანერგილ პაციენტთათვის სამკურნალო საშუალება „ციკლოსპორინის“ გამარტივებული შესყიდვის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტია - 450 000 მილიგრამი ციკლოსპორინი.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2016 წლის 29 დეკემბრის 18.00 საათამდე წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია დანართი N1-ს შესაბამისად:
 
  • ერთეულის ღირებულება როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში/ევროში;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.
 
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარმოადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები