ბაზრის კვლევა   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
09.01.2017
  
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას სააგენტოს ბალანსზე რიცხული რიგის მარეგულირებელი აპარატების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
შესყიდვის ობიექტია: 19 (ცხრამეტი) ცალი რიგის მარეგულირებელი აპარატის ტექნიკური მომსახურება, რომლებიც განთავსებულია საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ოფისებში.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2017 წლის 13 იანვრისა, წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია 19 (ცხრამეტი) რიგის აპარატის 1 თვის მომსახურების ღირებულების თაობაზე.
 
ამასთანავე გაცნობებთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულება,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველთვიურ გადასახადში: 
  •  ადგილობრივი თანამშრომლების ინსტრუქტირება - პერმანენტულად, წარმოქმნილი საჭიროების მიხედვით;
  • პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა;
  • პროგრამული მოთხოვნების შესრულება (პროგრამის შესაძლებლობის  ფარგლებში);
  • ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა;
  • აპარატურის ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში მიზეზის დადგენა და შეკეთება;
  •  ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
  •  შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში - რიგის მარეგულირებელი აპარატის ადგილმდებარეობის შეცვლა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიამ თავისივე ხარჯით უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ან/და გაფუჭებული ნაწილის (დეტალის) შეცვლა 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაწილის დაზიანება გამოწვეულია ვანდალიზმის ან არასწორი ექსპლუატაციის პირობების გამო.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kkharadze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.