ბაზრის კვლევა   სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
28.03.2017
  
 
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N150 დადგენილებით დამტკიცებული ,,რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში ცხელი წყლით რეცხვის ავტომატის  შესყიდვის მიზნით აცხადებს ბაზრის კვლევას.
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ  მიბმულ ფაილში (Excel-ის ფაილი) მოცემული აღჭურვილობების შესახებ ინფორმაცია თანდართული ცხრილის ფორმით  2017 წლის 5 აპრილის 18:00 საათამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tamar.zenaishvili@acda.gov.ge
 
ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
 
კითხვებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ამავე ელ.ფოსტაზე.
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.

მიბმული ფაილები