ბაზრის კვლევა   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას - Call for Proposal of project for tunne
20.12.2016
  
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს ბაზრის კვლევას ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მეტეხის საავტომობილო გვირაბების კაპიტალური რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: ketilmotskoba@tbilisi.gov.ge; procurement@tbilisi.gov.ge გადმოგვიგზავნოთ მიმაგრებულ ფაილში მოცემული დავალების შესაბამისი განფასება (ინვოისი). ასევე, დავალებით განსაზღვრულ რომელიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და წინადადებების არსებობის შემთხვევაში, გვაცნობოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია.
ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
საკონტაქტო პირები: მაკა ხამხაძე, ტელ: +995577158089; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დავით გიგუაშვილი, ტელ: +995599021902.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები