ბაზრის კვლევა   საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ატარებს ბაზრის კვლევას
13.07.2017
  
 
საკონსულტაციო მომსახურებები, კომუნალური ინფრასტრუქტურა
წინასწარი კვალიფიკაცია
 
ბოლო ვადა:   2017 წლის 18 აგვისტო
ქვეყანა:           საქართველო
 
პროგრამა „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“
 
ნომერი: INPRO 40008
 
საპროექტო ზომები:
 
პროგრამა - „კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის“ - მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებს კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში ეკოლოგიურად სუფთა გზით. პროგრამა ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რაც ითვალისწინებეს არა მხოლოდ წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას, არამედ კომუნალური ინფრასტურქტურის სხვა ელემენტებსაც. ასევე, პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს კომუნალური მომსახურებების მიწოდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური, მდგრადი და ეფექტური გზით.
 
მოთხოვნილი მომსახურებები:
 
პროგრამა მომზადდება ორი ცალკეული კონცეპციითა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით (ლოტი „ა“ და ლოტი „ბ“). კვლევების მიზანია იმერეთის რეგიონისა (ლოტი „ა“) და ყაზბეგის რეგიონის (ლოტი „ბ“) შერჩეულ მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის კონცეფციების შემუშავება.