ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას
06.04.2017
  
 
თარიღი: 06 აპრილი, 2017
სესხის ნომერი და დასახელება Loan No. 3238-GEO: ურბანული მომსახურებების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – Project 4
კონტრაქტის ნომერი და
დასახელება::
ქ. ფოთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა
P43405-ICB- POT-02
წინადადების წარმოდგენის
ბოლო ვადა:
18 მაისი, 2017; 16:00 hrs. (ადგილობრივი დრო)
1. ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის, ტრანში 4-ის ღირებულების
უზრუნვეყოფის მიზნით, საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB).
აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად.
საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის
განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან, რომელთა სიაც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის
მეხუთე ნაწილში.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში
„დამქირავებელი“) აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი
პრეტენდენტებისგან, ქ. ფოთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის პროექტირებასა და
მშენებლობაზე (შემდგომში „ნაგებობა“). კერძოდ, ნაგებობა მდებარეობს ქ. ფოთში, საქართველოს
დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. თბილისიდან დაახლოვებით 310 და
ზუგდიდიდან დაახლოვებით 40 კილომეტრში. სამუშაოები მოიცავს ქ. ფოთის კანალიზაციის
გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობასა და მონტაჟს.
სამუშაოები დაეფუძნება გათველბს 2024 წლისათვის, თუმცა პროექტირება და მშენებლობა
იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ 2044 წლისთვის ამ ნაგებობის გაფართოვება იყოს
შესაძლებელი. ნაგეობა უნდა მოიცავდეს საქაჩ სადგურებს, ფილტრებს, კონდიცირებას და
ნარჩენების სათავსოებს, ადმინისტრაციულ და ოპერაციულ შენობებს, ნარჩენების
კონცენტრატორს და ა.შ.
კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 730 დღეს (დეფექტებზე პასუხისმგებლობის
პერიოდის გარეშე)
3. საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობა (ICB) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი:
2-კონვერტიანი სატენდერო პროცედურების შესაბამისად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა
პრეტენდენტს უფლებამოსილი ქვეყნიდან, რომლის ჩამონათვალი მოცემულია სატენდერო
დოკუმენტაციაში.
4. დამატები ინფორმაციის მიღებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად პრეტენდენტებმა
უნდა მიმართონ:
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ია მაზანიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი
76ბ ვაჟა-ფშაველას გამზირი
0186 თბილისი
საქართველო
ტელეფონი: (995 32) 291 90 60
ფაქსიმილეს ნომერი: (995 32) 222 00 36
ელ. ფოსტის მისამართი: i.mazanishvili@water.gov.ge; n.mskhiladze@water.gov.ge
5. სატენდერო დოკუმენტების ინგლისურ ენაზე მისაღებად უფლებამოსილმა პრეტენდენტმა უნდა:
 მიმართოს დამქირავებელს P43405-ICB-POT-02, ქ. ფოთში კანალიზაციის გამწმენდი
ნაგებობის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის შესყიდვაზე
 გადაიხადონ არაანაზღაურებადი გადასახადი 250 ლარის ოდენობით ან 100 აშშ
დოლარის ოდენობით დოკუემტაციის UWSCG ოფისში მისაღებად და 500 ქართული
ლარი ან 200 აშშ დოლარი კურიერით მიღებისათვის.
10:00 -დან 17:00-მდე პუნქტ 4-ში მითითებულ ოფისში.
ან
ელექტრონული გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე:
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
JSC Liberty Bank, ცენტრალური ფილიალი
SWIFT CODE: LBRTGE22
GE67LB0113123325230095 GEL
GE40LB0113123325230096 USD
ანოტაციით: „მოწვევა სატენდერო პაკეტისათვის - ფოთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი (POT-02)
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის
და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი
მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო
დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა
დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და
ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა
მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).
6. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:
 ზემოხსენებულ მისამართზე
 მოცემულ თარიღში ან ბოლო ვადამდე:: 18 მაისი, 2017; 16:00 hrs. (ადგილობრივი დრო)
წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის დეტალებიც მოცემულია სატენდერო
დოკუმენტში
ტექნიკური სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო
ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის
თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.