შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალს დაემატა სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავების მომსახურება (CPV45500000).
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 1 მარტიდან და გავრცელდება 2020 წლის 1 მარტიდან გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.