სიხლეები   ანგარიშგების წესის ცვლილება
15.02.2013
  
 

სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის შედგენისა და მისი სააგნეტოსათვის წარდგენის პროცედურის გამარტივების მიზნით, 2013 წლის 17 იანვარს „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესში“ განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გეგმის შედგენა და რეგისტრაცია მოხდება სისტემის ePLAN მოდულში, ნაცვლად მისი ატვირთვისა დასკანერებული ფაილის სახით.

შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან არსებული გეგმის რეგისტრაცია მოახდინონ ePLAN მოდულში, არაუგვიანეს 2013 წლის 15 თებერვლისა.

ePLAN-ის სწორი მოხმარებისათვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ვიდეო-გვაკვეთილით, იხილეთ ბმული: http://procurement.gov.ge