სიხლეები   ​კონკურსის ჩატარების ახალ წესთან დაკავშირებული რეკომენდაციები
31.07.2015
  
 

2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“, რომელიც ახლებურად აწესრიგებს კონკურსის გამოცხადებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბრძანების ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ახალი წესის თანახმად, უკვე გამოცხადდა 10-ზე მეტი კონკურსი.
 
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სისტემურად შეისწავლის და აანალიზებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ მდგომარეობას, რაზე დაყრდნობითაც, შესყიდვების პროცესი გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ახორციელებს საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებას.
 
წინამდებარე რეკომენდაცია ისახავს მიზნად, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კონკურსის ჩატარების ახალი წესის საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსებში დაშვებული ტიპური შეცდომების თუ უზუსტობების თავიდან აცილებასა და შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის პრაქტიკული მითითებების მიცემას.

ტიპური შეცდომები/უზუსტობები და პრაქტიკული მითითებები