სიხლეები   მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად
20.06.2014
  
 

 

მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

თარიღი:

2014 წლის 20 ივნისი

სესხის ნომერი:

3063-GEO: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - ტრანში 3

კონტრაქტის ნომერი და დასახელება:

P42414-SUTIP3-ICB-3.01: ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ფაზა II

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო დღე:

2014 წლის 05 აგვისტო, 15:00 საათი (საქართველოს ადგილობრივი დროით)

 

1.         საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - მე-3 ტრანშის ხარჯების დასაფარად. ამ სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დაფინანსებისათვის. ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.

2.         საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) (შემდგომში „დამკვეთი“) იწვევს ტენდერის უფლებამოსილ მონაწილეებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ანაკლიაში ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობის მე-2 ფაზისათვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს:

 

·         4 ერთეული წყალქვეშა ტალღმტეხის მშენებლობა საერთო სიგრძით 1,130 მ, საიდანაც ერთი მონაკვეთის სიგრძე უდრის 230 მ-ს, ხოლო დანარჩენი სამი მონაკვეთის სიგრძე - 300 მ-ს. წყალქვეშა ტალღმტეხები შედგება ბეტონის ტეტრაპოდისგან (სულ 6,444 ერთეული, თითოეული 5 ტ);

·         სანაპირო ზოლის გაუმჯობესება ქვიშით ხელოვნური კვების გზით. სანაპირო ზოლის სიგრძე =  1,430 მ, ქვიშის მოცულობა = 97,855 3.

 

3.         საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება ADB-ს ერთეტაპიანი, ორ კონვერტიანი პროცედურის შესაბამისად, და სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ღიაა ყველა იმ მონაწილესათვის, რომელიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.

 

4.         აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ უფლებამოსილმა მონაწილეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდგომ ძირითად საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

 

·         მსგავსი სახისა და  მოცულობის კონტრაქტი:  კონკურსანტს ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში მიღებული უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მინიმუმ ერთ (1) წარმატებულად დასრულებულ, ან არსებითად დასრულებულ, მსგავსი სახის სამუშაოს განხორციელებაში, რომელშიც კონკურსანტის წილი აღემატება 6,000,000.00 აშშ დოლარს. კონკურსანტის მიერ განხრციელებული სამუშაოების მსგავსება განისაზღვრება სამუშაოთა ფიზიკური მოცულობის,  სირთულის, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით, როგორც აღწერილია სატენდერო დოკუმენტის მე-6 თავში (დამკვეთის მოთხოვნები).

 

·         მშენებლობის კონკრეტული გამოცდილება: დღეში 200 მ3 ბეტონის მომზადება და მოთავსება წყლის ქვეშ.

 

·         მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვა: 20 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური მშენებლობის საშუალო წლიური ბრუნვის მინიმუმი, რომელიც იანგარიშება ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტებისთვის მიღებული დამოწმებული გადახდების საერთო რაოდენობის მიხედვით.

 

·         ფინანსური რესურსები: ზემოხსენებული კონტრაქტისთვის ნაღდი ფულის მოძრაობის მოთხოვნა შეადგენს 2,5 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს.

 

·         აღჭურვილობის მოთხოვნები:  აუცილებელია მინიმუმ შემდეგი აღჭურვილობა:

Ø  ბულდოზერი;

Ø  ბორბლებიანი ავტომტვირთავი;

Ø  ბარჟები TTP-ს საინსტალაციო ჯალამბარების ჩათვლით;

Ø  ბარჟები მასალების და TTP-ს ტრანსპორტირებისთვის;

Ø  ბუქსირი;

Ø  მოტორიანი ნავი;

Ø  თვითცლელი სატვირთო მანქანები;

Ø  ამწე კრანი

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის მე-6 თავი.

 

·         პერსონალის მოთოვნა: აუცილებელია მინიმუმ შემდეგი პერსონალი:

Ø  პროექტის მენეჯერი;

Ø  ნაპირდაცვის ინჟინერი;

Ø  ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი;

Ø  მორფოდინამიკის სპეციალისტი;

Ø  გარემოს დაცვის სპეციალისტი;

Ø  საზღვაო ჰიდროლოგი.

დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის მე-6 თავი.

 

5.         დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტების შემოწმება კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე 10:00-დან 18:00 საათამდე, სამუშაო დღეებში:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მისამართი:     დავით აღმაშენებლის გამზ. 150, 0112, თბილისი, საქართველო, ოთახი #407

ტელ:               (+995 32) 243 70 01; 243 70 02; 243 70 03; 243 70 04

ფაქსი               (+995 32) 243 70 77

ელ.ფოსტა:      procurement@mdf.org.ge

6.         ინგლისურენოვანი საკონკურსო დოკუმენტაციის შეძენისთვის, ტენდერში უფლებამოსილი მონაწილეებმა უნდა:

a.    მივიდნენ მგფ- ოფისში ზემოთ მოცემულ მისამართზე და გადაიხადონ არანაზღაურებადი თანხა 525 ლარის, ან 300 აშშ დოლარის ოდენობით. გადახდა განხორციელდება პირდაპირი გადარიცხვით მუნიციპალური განვითარების ფონდის ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის ქ. #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მიმღები: სსიპ საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი;

საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარი/დოლარის (მულტივალუტური) ანგ. ნომერი: GE46BR0000010653180664 აღნიშვნით „მოწვევა ტენდერზე პაკეტის ნომერი P42414-SUTIP3- ICB-3.01

 

ან

b.      გადაიხადონ არანაზღაურებადი მოსაკრებელი 700 ლარის ან 400 აშშ დოლარის ოდენობით (იხილეთ ზემოთ მითითებული ანგარიში) და ზემოთ მითითებულ მისამართზე მოითხოვონ სატენდერო დოკუმენტაცია ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობის მე-2 ფაზისათვის P42414-SUTIP3-ICB-3.01.  დოკუმენტაცია გაიგზავნება კურიერული სერვისის მეშვეობით. დამკვეთი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დოკუმენტაციის დაკარგვაზე, ან დაგვიანებით მიწოდებაზე.

7.         წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადებები:

·         ზემოთ მითითებულ მისამართზე;

·         ბოლო ვადამდე: არაუგვიანეს 2014 წლის 05 აგვისტოს 15:00 საათისა საქართველოს ადგილობრივი დროით. დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება.

·         სატენდერო დოკუმენტით განსაზღვრული თანხის შესაბამის საკონკურსო გარანტიასთან ერთად.

სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადის გასვლისთანავე, ტენდერში მონაწილეთა იმ წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

8.         აგბ-ს ადგილობრივი პრეფერენციული სქემა არ გამოიყენება.