სიხლეები   ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის რეკომენდაცია
23.01.2013
  
 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2013 წლის დიზელის (PPM 50 და მეტი; ე.წ. L 62) კონსოლიდირებული ტენდერში (CON130000004) სატენდერო წინადადებები არ იქნა წარდგენილი და ტენდერი გამოცხადდა არშემდგარად, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთაც ესაჭიროებათ დიზელის (PPM 50 და მეტი; ე.წ. L 62) სახელმწიფო შესყიდვა, 2013 წლის 16 იანვრამდე საჭირო დიზელის მარაგის შესავსებად შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, 1 ლიტრი იზელის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 1.93 ლარს.

იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო შეუძლებელია ისეთი ხელშეკრულების დადება, სადაც 1 ლიტრი იზელის ფასი არ აღემატება 1.93 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიას შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით.

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დიზელის შესყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე სატენდერო კომისიას და გამოაგზავნოს ხელშეკრულების ასლი შემდეგ მისამართზე oil2013@spa.gov.ge