სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
20.10.2022
  
 

 

 

 

გაცნობებთ, რომ ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2023 წლისა  და A4 ფორმატის უმაღლესი და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის 2023 წლის  კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 1-ელი ნოემბრისა,  კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) შეავსოთ მოთხოვნილი ველები.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

597 082 082 ელენე ქავთარაძე;

577 921 661 საბა ლუტიძე.