სიხლეები   ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
16.07.2014
  
 

მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II

ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

გაცემის თარიღი: 2014 წლის 11 ივლისი

ეროვნული საკონკურსო ვაჭრობა №EIB/WIMPII/W/NCB/06-1

 

1.    საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის („ბანკი“) სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოებისთვის, რაც ითვალისწინებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას (კონტრაქტის №EIB/WIMPII/W/NCB/06-1).

2.    სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი („დამკვეთი“) იწვევს საკონკურსო ვაჭრობაზე მონაწილეობის უფლების მქონე და კვალიფიცირებულ ორგანიზაციებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები დალუქულ კონვერტებში შემდეგი სამუშაოების განსახორციელებლად:

ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ძირითადი სამუშაოებია:

     1.       გრუნტის დამუშავება - 25,773 მ3;

     2.       გრუნტის უკუყრა - 22,573 მ3;

     3.       ხრეშის საფუძვლის მოწყობა ასფალტისათვის – 3,200 მ3;

     4.       ასფალტის საფარი - 390მ2;

     5.       პოლიეთილენის მილები (PE-100, PN10, d=250 - 50მმ) – 27,425 მ;

     6.       მომხმარებელთა დაერთებები ფოლადის მილებით d=25მმ – 1,500 მ, პოლიეთილენის მილებით დ=25მმ -  22,800 მ;

     7.       პოლიეთილენის მილების შეერთება ჩიხებთან (d=63; d=40) - 2,900 მ;

     8.       პოლიეთილენის მაგისტრალური მილსადენები - D=315 – 200 მ; ფოლადის - (D=325/6) – 690 მ;

     9.       #1 და #2 დიუკერი - (d=273/6) – 560 მ.

კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების სავარაუდო პერიოდია: 2014 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 3,936,150.00 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია სატენდერო დოკუმენტაციის იტმ-14.7 ქვეთავში.

3.    საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის 2011 წლის ივნისში გამოცემული სამოქმედო სახელმძღვანელოს შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებების შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მონაწილეს უფლებამოსილი ქვეყნებიდან.

4.    დაინტერესებულ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონურსო დოკუმენტაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  ქვემოთ მითითებულ მისამართზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 სააათამდე. (აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი სომხიშვილი; შესყიდვების სამსახური: procurement@mdf.org.ge).

5.    საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

() წარმატებული კონკურსანტის სამშენებლო სამუშაოების საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს სულ მცირე: 5,300,000 ლარს;

() ლიკვიდური აქტივების და/ან კრედიტის მოზიდვის საშუალებების მინიმალური მოცულობა, სხვა საკონტრაქტო ვალდებულებებით განსაზღვრული საკრედიტო საშუალებების გარდა, უნდა შეადგენდეს: 870,000 ლარს.

() 2009 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის დღემდე, კონკურსანტს, კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის როლში, წარმატებით და არსებითად დასრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი კონტრაქტების მინიმალური ოდენობა: (i) 1 (ერთი) კონტრაქტი მინიმუმ 3,200,000 ლარის ღირებულებით; ან (ii) 2 (ორი) კონტრაქტი მინიმუმ 1,600,000 ლარის ღირებულებით, მაგრამ ყველა კონტრაქტის ჯამური ღირებულება უნდა იყოს 3,200,000 ლარის ტოლი ან მეტი.

ადგილობრივი წარმოების კონკრეტული საქონლისათვის განსაზღვრული პრეფერენციული შეთავათები "არ იმოქმედებს". დამატებითი დეტალები მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

6.    დაინტერესებულ კონკურსის მონაწილეებს საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტების შეძენა ინგლისურ ენაზე, შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარმოდგენისა და არანაზღაურებადი 300 ლარის, ან აღნიშნული თანხის კონვერტირებადი ვალუტის ექვივალენტის გადახდის შემდეგ, კურიერის ხარჯებთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის მონაწილე საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას მოინდომებს კურიერის მეშვეობით. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ფულადი გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთის მიღებისთანავე, საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა მოხდება საკურიერო მომსახურების მეშვეობით, თუ კონკურსის მონაწილეს ტრანსპორტი წინასწარ აქვს საკუთარ ქვეყანაში შეკვეთილი. ზემოთ მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთი დოკუმენტაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი არ არის.

გადახდის განხორციელება ხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი.

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის . №2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს (მულტი-სავალუტო) ანგარიშის №GE46BR0000010653180664

მიუთითეთ: მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის EIB/WIMPII/W/NCB/06-1“

შენიშვნა: ზემოთხსენებული გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ტიტულოვან ქაღალდზე, ხელმოწერილი კომპანიის წარმომადგენლის მიერ. აღნიშული კორესპონდენციის მოწოდება შესაძლებელია ელ-ფოსტით (დასკანერებული), ფაქსით ან პირადად სმგფ- ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

7.    საკონკურსო წინადადების წარმოდგენა უნდა მოხდეს დალუქულ კონვერტებში შემდეგი წარწერით: საკონკურსო წინადადება - ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია“. საკონკურსო წინადადებების წარდგენა აღნიშნული სახით ქვემოთ მოცემულ მისამართზე უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2014 წლის 13 აგვისტოს 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით). ელექტრონული საკონკურსო ვაჭრობა ნებადართული არ არის. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. საკონკურსო წინადადებების გახსნა ქვემოთ მითითებულ მისამართზე  მოხდება 2014 წლის 13 აგვისტოს 15:00 საათზე (ადგილობრივი დროით) იმ კონკურსის მონაწილეთა თანდასწრებით, რომელნიც მოისურვებენ აღნიშნულ პროცედურაზე დასწრებას.

ყველა საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია79,000 (სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ექვივალენტის ოდენობით. საკონკურსო წინადადების საგარანტიო განაცხადის წარმოდგენა გათვალისწინებული არ არის.

8.    ზემოთ ხსენებული მისამართი:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

-ნი გიორგი სომხიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. №150, თბილისი 0112, საქართველო

(1) საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმების ან მიღების მიზნით: მე-4 სართ, ოთახი №405

(2) საკონკურსო წინადადებების წარდგენის მიზნით: მე-3 სართ, ოთახი №301

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: მე-3 სართ, ოთახი №316

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge