სიხლეები   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ძვირადღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით - 10 (ათი) ნაწილად.
18.03.2013
  
 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული

ავტომანქანების ჩანაცვლება

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით - 10 (ათი) ნაწილად.

ინფორმაცია ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოცემულია დანართში N1.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეული ნაწილთვის ცალ-ცალკე.

მიმწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს შემდეგი  სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

  •   სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები
  •   მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები

ინფორმაცია ჩანაცვლების პროცედურის ფარგლებში სამინისტროსთვის მოსაწოდებელი ავტომანქანების ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მოცემულია დანართებში N2 და N3.

ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების    განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:       577 196619 - გიორგი ირემაძე

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

შესყიდვების დეპარტამენტი