სიხლეები   სისტემის ახალი ოფცია - რჩეული ტენდერები
12.03.2013
  
 

დღეიდან შესაძლებლობა გაქვთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონიშნოთ და შეინახოთ თქვენთვის საინტერესო ტენდერი.

სისტემას დაემატა ფუნქცია, რომლის მიხედვით შესაძლებლობა გაქვთ მონიშნოთ ტენდერი და დაამატოთ „რჩეულებში“. შესაბამისად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაჩნდა ველი „რჩეული ტენდერები“.

ცვლილების შედეგად, ველი „ჩემი ტენდერები“ ჩანაცვლდა მთავარი გვერდის მარცხენა მხარეს არსებულ ფილტრების ველებზე კიდევ ერთი ფილტრის - „ძებნა ჩემს ტენდერებში“ - დამატებით. ამ ფილტრის გამოყენების შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება მხოლოდ ის ტენდერები, რომლებშიც თქვენ რაიმე სახით გაქვთ მონაწილეობა მიღებული.