სიხლეები   თეთრ სიაში დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
17.04.2013
  
 

თეთრ სიაში დარეგისტრირების მსურველი ორგანიზაციების საყურადღებოდ

            სააგენტოს მიერ თეთრი სიის წარმოების თითქმის ერთწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოიკვეთა თეთრ სიაში დარეგისტრირების მსურველი კომპანიების მხრიდან  დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებული ხარვეზები, რაც ხშირად ხდება სააგენტოს მხრიდან ასეთი კომპანიებისაგან დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძველი. მსგავსი ხარვეზები აჭიანურებს კომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და, საბოლოო ჯამში, კომპანიის თეთრ სიაში დარეგისტრირების პროცესს.

            აქედან გამომდინარე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ თეთრ სიაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვისას გამოვლენილი ყველაზე ხშირი ხარვეზები და გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი შენიშვნები:

  •         სააგენტოს სახელზე კომპანიის მიერ წარდგენილ მომართვაში მკაფიოდ უნდა იქნეს დაფიქსირებული, რომ კომპანია ითხოვს თეთრ სიაში დარეგისტრირებას და არა უბრალოდ წარადგენს დოკუმენტაციას განსახილველად;
  •        სააგენტოს სახელზე კომპანიის მიერ წარდგენილი მიმართვა აუცილებლად უნდა შეიცვავდეს კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის/უტყუარობის წერილობით დადასტურებას;
  •         სააგენტოს სახელზე კომპანიის მიერ წარდგენილი მიმართვაში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს კომპანიის ფაქტობრივი მისამართი (რა მისამართზეც სააგენტო შეძლებს საპასუხო წერილის გაგზავნას), ასევე მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  •         კომპანიის საერთო ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება კომპანიის შესაბამისი წლების მოგების დეკლარაციის ასლები ან/და ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან და არა კომერციული ბანკის ან თავად კომპანიის მიერ გაცემული რაიმე ტიპის დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაცია თეთრი სიის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: ყველაფერი თეთრი სიის შესახებ