სიახლეები/განცხადებები   დავების განხილვის საბჭო პირველ საჩივარს 6 იანვარს განიხილავს
03.01.2011

226

 

2011 წლის 6 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში პირველად შედგება საჩივრის განხილვა  დავების განხილვის საბჭოს მიერ.  სააგენტოში საჩივარი წარდგენილ იქნა  2010 წლის 30 დეკემბერს, შპს ,,სტრადას”  მიერ. საჩივარი  ეხება თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მიერ 2010 წლის 18 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს  (სატენდერო განცხადება N SPA100000191 ). საჩივრის განხილვის პროცესი განხორციელდება ღია და გამჭვირვალე გარემოში და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა თვალყური ადევნოს საჩივრის განხილვის მიმდინარეობასა და გაეცნოს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებას.

დავების  განხილვის  საბჭო  შეიქმნა  2010  წლის  30  ნოემბერს  და  მის შემადგენლობაში შედიან პარიტეტის პრინციპის დაცვით არასამთავრობო სექტორის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  საქართველოს  ბიზნესმენთა  ასოციაციისა  და ნავთობ–პროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის) და სააგენტოს წარმომადგენლები.