სიახლეები/განცხადებები   დღეს სახელმწიფო შესყიდვების ისტორიაში პირველი ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა
08.12.2010

211

 

8 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების ისტორიაში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (www.procurement.gov.ge) პირველი ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვითა სამინისტროს მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (N SPA100000012) მსვლელობისას გამართულ ელექტრონულ ვაჭრობაში 2 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ელექტრონული ვაჭრობის მსვლელობის პროცესი და შედეგები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ელექტრონული ვაჭრობა კომპანიებსხომერიკი და კომპანიადაჯი აი სი ჯორჯიაშორის ჩატარდა, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის  სავარაუდო ღირებულება თითქმის განახევრდა და საწყისი 13 315 ლარის ნაცვლად  საბოლოოდ 6 950 ლარი შეადგინა.

2010 წლის პირველი დეკემბრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები ტენდერებს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ატარებენ. 8 დეკემბრის მდგომარეობით უკვე 38 ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.