საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებულიავტომანქანების ჩანაცვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით - 10 (ათი) ნაწილად.ინფორმაცია ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოცემულია დანართში N1. დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ, თითოეული ნაწილთვის ცალ-ცალკე.მიმწოდებელმა უნდა შემოგვთავაზოს შემდეგი სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებები: სედანის ტიპის მსუბუქი ავტომანქანები მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები ინფორმაცია ჩანაცვლების პროცედურის ფარგლებში სამინისტროსთვის მოსაწოდებელი ავტომანქანების ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ მოცემულია დანართებში N2 და N3.ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577 196619 - გიორგი ირემაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსშესყიდვების დეპარტამენტი " />