2012 წლის 11 მაისს ძალაში შევიდა „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის N4 ბრძანება, რომლის შედეგად შეიცვალა პრეისკურანტის საფუძველზე მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პირობები.პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო მომსახურების საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი ნაცვლად თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ისა, არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.ამას გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა, აგრეთვე სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა." />