2012 წლის 20 ივნისს ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრის შერჩევა.შერჩევა განაპირობა საბჭოს წევრის - საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს წარმომადგენლის დავით ჯაიანის საბჭოს შემადგელობიდან გასვლამ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან მისი კონტრაქტის ამოწურვასთან დაკავშირებით.შერჩევისათვის კანდიდატურების წარმოდგენა შესაძლებელი იყო 2012 წლის 5 ივნისიდან 2012 წლის 16 ივნისამდე და ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა ერთი კანდიდატის წარმოდგენის შესაძლებლობა.კანდიდატურა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა:თსუ ა(ა)იპ ევროპული კვლევების ინსტიტუტი;"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" შერჩევაში მონაწილეობა მიიღო 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ:საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო,ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ევროპული კვლევების ინსტიტუტი,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი,სსიპ „სავაჭრო–სამრეწველო პალატა“. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ დავების საბჭოს წევრად, ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა კახაბერ ურიადმყოფელი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"–ს საპარლამენტო მდივანი.დავების საბჭოს საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/" />