სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გრანიტ სერვისი“
09.12.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გრანიტ სერვისი“
შპს „გრანიტ სერვისი“

ს/კ: 206322013

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 4 და 14 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის №2 საჯარო სკოლის“ 2016 წლის 3 ნოემბრის №MES41601316719 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9810) და 14 ნოემბრის №MES21601358054 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10100), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გრანიტ სერვისის“ (ს/კ: 206322013) მიერ SPA160019522 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 31 აგვისტოს №6-178 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.